საზაფხულო სკოლა „სამხრეთ კავკასია  – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა

 

 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანელი სტუდენტებისთვის წელს უკვე მეთორმეტედ უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას: „სამხრეთ კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. საზაფხულო სკოლა ხორციელდება  გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით. უცხოელი სტუდენტებისთვის სკოლაში მონაწილეობა ასევე, შესაძლებელია თვითდაფინასების გზით ან სხვა ფონდების  მხარდაჭერით.

საზაფხულო სკოლის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მისი კულტურა, პოლიტიკური მოვლენები და ხელი შეუწყოს რეგიონის მეცნიერული კვლევის პოპულარიზაციას. სკოლა საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიაზრონ სამხრეთ კავკასია, მისი კულტურული თავისებურებები, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. სემინარების ფარგლებში გაზიარებულ თეორიულ ცოდნას ერწყმის პრაქტიკული კომპონენტი ექსკურსიების სახით, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს დაათვალიერონ კულტურული ძეგლები და საქართველოს ბუნება, ასევე ეზიარონ ადგილობრივი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას

2021 წელს საზაფხულო სკოლა გაიმართება 04 – 17 სექტემბერს. სკოლის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან გურჩიანი. სკოლაში ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (მათ შორის ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, CRRC). სკოლას ტრადიციულად ეწვევა ევროკავშირის ელჩი საქართველოში.